გარეთ საუთგეიტი: „გავაკეთოთ. გამარჯვება შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის სწორად უნდა ვიმოქმედოთ“

0
4

გარეთ საუთგეიტს მიაჩნია, რომ ევრო-2020-ის ფინალში იტალიასთან მოსაგებად, მისმა გუნდმა ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოს.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 11 ივლისს, ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გასამართ მატჩამდე ისაუბრა.

„ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. გამარჯვება შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის სწორად უნდა ვიმოქმედოთ. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ინგლისის ამ ნაკრებმა შთამომავლობა დატოვა.

ხალხი ფეხბურთელებს მათი საქციელისთვის და იმისთვის აფასებს ქვეყანას როგორც წარმოადგენენ, მაგრამ ახლა მათ მედლების ფერი უნდა აირჩიონ. სასურველი შედეგის მისაღწევად კონცენტრაცია და სწორად მომზადებაა საჭირო.

იტალია ძალიან მაღალი დონის გუნდია,. ვფიქრობ, ფინალში ტურნირის ორი საუკეთესო ნაკრები გავიდა, რაც ეჭვს არ იწვევს. შედეგი იმაზეა დამოკიდებული, ფინალის მონაწილეებიდან კონკრეტულად იმ დღეს უკეთესად ვინ ითამაშებს. ფინალში რომ გადიხარ უნდა მოიგო. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ გამარჯვება ჩვენი მიზანი უნდა იყოს და გვჯეროდეს.

იტალიას უკვე ორი წელიწადია თვალს ყურადღებით ვადევნებ და ამიტომ, ვიცი რობერტო მანჩინიმ რა სამუშაო შეასრულა. იტალიელებს ძალიან ხწორი სათამაშო იდეები, საუცხოო ხასიათი აქვს და დიდი ენერგიით თამაშობენ. ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებული ისევე როგორც ყველა იტალიური გუნდი. ამჟამინდელი იტალიის ნაკრები თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და იმ იტალიური გუნდებისგან განსხვავდება, რომლებსაც თვალს ბავშვობაში ვადევნებდი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ამაღლებული განწყობით ვემზადებით. საუცხოოდ გვესმის ქვეყნისთვის ეს რას ნიშნავს. ზღაპრული მოგზაურობა იყო, მაგრამ ფინალში რომ მოხვდები უნდა გაიმარჯვო. ჩვენ ვუპირისპირდებით ნაკრებს, რომელსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპაში საუკეთესო სტატისტიკა აქვს. ამ გუნდში ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთაც უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავთ“ – იუწყება საუთგეიტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.