სფფ-ს ხელმძღვანელები თეა წულუკიანს შეხვდნენ

0
3

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს, მის მოადგილეს სოსო გიორგაძეს და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრობდნენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგელბში მხარეებმა ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ და კლუბების გამართული და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და დეპუტატი ფრიდონ ინჯია.