ჩავი ყატარში საუკეთესო მწვრთნელია, კასორლა საუკეთესო ფეხბურთელი

0
14

„ალ სადის“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ყატარში წლისა საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, იუწყება ნახსენები კლუბის პრესსამსახური.
ჩავის ხელმძღვანელობით „ალ სადმა“ ქვეყნის ჩემპიონატში ოქროს მედლები ისე მოიპოვა, რომ არცერთი მატჩი არ წაუგია. გარდა ამისა, ყატარის თასსაც დაეუფლა.
ყატარში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ „ალ სადის“ შემტევი ნახევარმცველი სანტი კასორლა აღიარეს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჩატარებულ 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.
ჩავი „ალ სადს“ 2019 წლიდან წვრთნის და კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს.