დიეგო სიმეონე „ატლეტიკოში“ 2024 წლამდე დარჩება

0
6

დიეგო სიმეონემ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მადრიდელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 51 წლის არგენტინელმა ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა. კლუბთან ახალი კონტრაქტები სიმეონეს სამწვრთნელო შტაბის წევრებმაც დადეს.

სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ესპანეთის ლა ლიგა, ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი 2-ჯერ მოიგეს, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასსა და სუპერთასს დაეუფლნენ.

გარდა ამისა, „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა და დაამრცხდა.