კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „თელავი“ 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
თელაველთა პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზაზა ციცქიშვილმა, ვუგარ ბაიბალაევმა, გიორგი ჩოჩიშვილმა, რევაზ ინჯგიამ და ილია ბერიაშვილმა დატოვეს.
22 წლის ცენტრალური მცველი და „თელავის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ილია ბერიაშვილი რუსეთის რანგით მეორე ლიგის ვოლგოგრადის “როტორში” ითამაშებს.
20 წლის გარემარბი რევაზ ინჯგია კვიპროსულ “აპოლონს” შეუერთდ.
26 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი ყაზახეთის “აქტობეში” გადაბარგდა.
27 წლის აზერბაიჯანელი ლეგიონერი ვუგარ ბაიბალაევი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 23 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს კარიერას
