ყაზაიშვილის ეფექტური გოლი ჩემპიონთა ლიგაში

0
8

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავისი მეორე გოლი გაიტანა.

სამხრეთ კორეის „ულსანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ ვიეტნამის „ვიეტელს“ შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა.

ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 48-ე წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა – მან ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ხოლო საჯარიმოში შესული სამ მეტოქეს გასცდა და ზუსტად დაარტყა.

„ულსანმა“ მეორედ მეტოქის კარი 55-ე წუთზე აიღო, ხოლო 86-ე წუთზე ვიეტნამელებს კიდევ ერთხელ გაუტანა.

„ულსანი“ F ჯგუფში 5-დან 5 მოგებითა და 15 ქულით პირველ ადგილზეა.