კანკავამ და კაშიამ ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყეს

0
14

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელსაც ზაფხულში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია დაემატნენ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშება წარნატებით დაიწყეს.

სლოვაკურმა გუნდმა, რომლის თავკაცი საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ირლანდიის „შემროკ როვერსი“ მიიღო და 2:0 აჯობა.

ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და კაშიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო კანკავა 74-ე წუთზე შეცვალეს. მან 50-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მასპინძლებიდან დუბლი რაფაელ რატაომ შეასრულა, რომელმაც მეტოქის კარი 28-ე და 47-ე წუთებზე აიღო.

ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ირლანდიაში 14 ივლისს შედგება,.