ინგლისის ისტორიული ფინალი

0
9
england players celebrate the goal by England's forward Harry Kane during the UEFA EURO 2020 semi-final football match between England and Denmark at Wembley Stadium in London on July 7, 2021. (Photo by Laurence Griffiths / POOL / AFP)

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ლონდონის „უემბლიზე“ გამართულ ნახევარფინალში ინგლისელებმა დანია 2:1 დაამარცხეს და მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის შემდეგ, დიდი ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

მატჩის 30-ე წუთზე ანგარიში მიკელ დამსგარდმა გახსნა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა. ის მიმდინარე ტურნირზე პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ინგლისელთა კარი აიღო. ამ ეპიზოდში ბრიტანელმა მეკარე პიკფორდმა პოზიციის შერჩევის დროს შეცდომა დაუშვა.

სხვათა შორის, გოლის გაშვებამდე პიკფორდმა ინგლისის ნაკრების ლეგენდარული აწ გარდაცვლილი მეკარის გორდონ ბენქსის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 55 წელიწადი გრძელდებოდა. კერძოდ, პიკფორდმა ნაკრების კარი „მშრალად“ 721 წუთი შეინახა, ხოლო ბენქსის მიღწევა 721 წუთს შეადგენდა.

ინგლისელებიდან საპასუხო ბურთი გატანა რაჰიმ სტერლინგს შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კასპერ შმეიხელს ვერ აჯობა.

39-ე წუთზე, ბაკაიო საკა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და გადაცემას სტერლინგს უკეთებდა, მაგრამ სიმონ კიაერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმში გოლი არ გასულ და დამატებითი დრო დაინიშნა. ევრო-2000-ის მერე პირველად ორივე ნახევარფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.

მიმდინარე ევროპის პირველობაზე დამატებითი დრო მეშვიდედ დაინიშნა. მხოლოდ მსოფლ;იო 1990 წლისა და 2014 წლის ჩემპიონატებზე გადავიდა თამაშები ოვერტაიმში უფრო ხშირად – 8-8-ჯერ.

104-ე წუთზე, სტერლინგი დანიელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მეილემ წესის დარღვევით შეაჩერა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა.

თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა შეასრულა და შმეიხელმა ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე იმავე კეინმა უკვე ზუსტად დაარტყა – 2:1. სხვათა შორის, კეინი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

კეინმა ევრო-2020-ზე მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს შორის ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით გარი ლინეკერს გაუთანაბრდა. ორივემ მეტოქეთა კარი 10-10-ჯერ აიღეს.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ინგლისი მე-13 ნაკრებია, რომელიც ფინალში გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი 11 ივლისს “უემბლიზე” ჩატარდება.