ჩერჩესოვი რუსეთის ნაკრებიდან გაუშვეს

0
17

რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ინფორმაციით, მწვრთნელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ჩერჩესოვს კონტრაქტი 2022 წლის დეკემბრამდე ჰქონდა და წელიწადში ხელფასის სახით 2.5 მილიონი ევროს იღებდა.

მან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ კოპმენსაციის მიღებაზე უარი განაცხადა.

ჩერჩესოვი რუსებს 2016 წლიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ევრო-2020-ზე რუსები ჯგუფში. სადაც ბელგია, დანია და ფინეთი იყვნენ, ბოლო ადგილზე გავიდნენ.