მამარდაშვილი სეზონისთვის „ვალენსიას“ პირველ გუნდთან ერთად მოემზადება

0
7

ესპანეთის ლა ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა „ვალენსიამ“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად წარადგინა.

„ვალენსიამ“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ერთწლიანი იჯარით აიყვანა და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მისი თბილისის „დინამოდან“ გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.

მამარდაშვილი სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელ პერიოდს „ვალენიას“ პირველ გუნდთან ერთად გაივლის და შანსი ექნება, რომ მესამე მეკარე გახდეს.

მამარდაშვილს მოქმედი კონტრაქტი „დინამოსთან“ აკავშირებს, მაგრამ ბოლო ორი სეზონი თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.