გარეთ საუთგეიტი: „ჩვენი გუნდური სულსკვეთება უბრალოდ ფენომენალურია“

0
4

გარეთ საუთგეიტის აზრით, ინგლისის ნაკრებს ფენომენალური გუნდური სულისკვეთება აქვს.

ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/4-ფინალში რომში „ოლიმპიურ“ სტადიონზე უკრაინასთან 4:0 გამარჯვების მერე განაცხადა.

„საუცხოო მოთამაშეები გვყავს. ამგვარი ზეწოლის ფონზე ასეთი თამაში შთამბეჭდავია. გუნდური სულსკვეთება უბრალოდ ფენომენალურია. მოედანზე ვინც არ უნდა გავიდეს, გუნდის ფსიქოლოგია დაუჯერებელია. ეს მთავარია რაზეც ვფიქრობ.

მე უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავ, რათა ვინერვიულო მათზე ვინც არ თამაშობს, რადგან თითოეული კარგი ფეხბურთელია, რომლებიც თადარიგში ყოფნას არ იმსახურებენ.

ისინი ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯებიან და მათ დონეს ჩემს არჩევანზე გავლენა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ კონკრეტული მატჩისთვის სწორედ უნდა მოვემზადოთ. ყველა ფეხბურთელი მაღალი დონისაა და მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოოდ გამოიყურებოდნენ.

ჩვენ ზღაპრული შესაძლებლობა გვაქვს. ეს ისტორიაში მოხვედრის შანსია, რადგან ევროპის ჩემპიონატის ფინალში არასოდეს გვითამაშია. ამას გუნდზე დიდი ზეწოლა არ აქვს, მაგრამ კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც მათ აქვთ“ – იუწყება საუთგეიტის ნათქვამს BBC.