ანდრეი შევჩენკო: „ინგლისის სათამაშო დონე გადამწყვეტი აღმოჩნდა“

0
3

ანდრეი შევჩენკოს მიაჩნია, რომ მისის გუნდის მიერ საგოლე მომენტების შექმნის მიუხედავად, ინგლისთან სათამაშო დონეში განსხვავებამ საბოლოო შედეგზე თავისი გავლენა მოახდინა.

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის სესახებ ევრო-2020-ის 1/4-ფინალში რომში „ოლიმპიურ“ სტადიონზე ინგლისთან 0:4 მარცხის მერე ისაუბრა.

„განვლილ მატჩში ყველაზე დიდი როლი იმ ეპიზოდებმა ითამაშეს, რომლებიც ბოლომდე ვერ დავასრულეთ. ვიცოდით, რომ ინგლისელებს „მეორე სართულზე“ უპირატესობა ექნებოდათ. კრივცოვის ტრავმა საგრძნობი დანაკარგი იყო. მას შეეძლო მეტოქეს საჰაერო ორთაბრძოლებში შეწინააღმდეგებოდა.

შეცდომები? გუნდი თავის პრინციპებზე უარს არ ამბობს. ჩვენ მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ სათამაშო დონეს შორის სხვაობაა. ინგლისმა თავისი უპირატესობა გამოიყენა.

გუნდი რომ უკეთესად დაგვეკომპლექტებინა ან ბიჭები უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყვნენ? მაინც რთული იქნებოდა იმ შედეგის გამეორება რომელიც ვაჩვენეთ.

ევროს შედეგებს ახლა არ შევაფასებ. კიევში როდესაც ჩავფრინდებით ტურნირზე ჩვენი თამაშის პლუსებსა და მინუსებზე მაშინ ვისაუბრებ“ – იუწყება შევჩენკოს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.