შვეიცარიის მწვრთნელი: „ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან და ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით“

0
3

შვეიცარიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ პეტკოვიჩს მიაჩნია, რომ მისი ფეხბურთელები ევრო-2020-ის ნახევარფინალში გასვლას იმსახურებდნენ.

მან ამის შესახებ 1/4-ფინალში პენალტების სერიაში ესპანეთთან (1:1, 1:3 პენ.) წაგებული მატჩის მერე განაცხადა.

„ესპანეთს ვულოცავ. მეტოქე შეეცადა სასურველი შედეგისთვის ყველა მეთოდით მიეღწია და საბოლოოდ პენალტებში გაიმარჯვა. ჩემი გუნდითა და ყველა მოთამაშით ვამაყობ.

ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან და ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით.

გაორებული გრძნობები მაქვს. ამაყი ვარ და ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ. ტურნირს თავაწეულები ვტოვებთ. მეორე მხრივ ნახევარფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით და ეს ხშირად არ ხდება. თუმცა, დადებითი ემოცია მეტი გვაქვს, ვიდრე უარყოფითი.

ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, სახლში დადებით ემოციებს ჩავიტანთ“ – იუწყება ბოსნიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.