ლუის ენრიკე: „„ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პენალტების სერია იყო“

0
3

ლუის ენრიკესთვის შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ დანიშნული პენალტების სერია კარიერაში ყველაზე მშვიდი იყო.

ევრო-2020-ის 1/4-ფინალში ესპანეთი-შვეიცარიის დაპირისპირების ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ესპანეთმა 3:1 გაიმარჯვა.

„ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პენალტების სერია იყო, რადგან ვარჯიშებზე სათანადოდ მოვემზადეთ და ყველაფერი დავამუშავეთ. ამიტომ, ვერც მე და ვერც ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრებს მეტს ვერაფერს გააკეთებდნენ.

თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩვენ  7-8 ფავორიტის სიაში ვიყავით, რომელთაც ტურნირის მოგება შეეძლოთ და არ გადამიმეტებია. ახლა ოთხეულში ვართ“ – ციტირებს ლუის ენრიკეს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.