დანიის მწვრთნელი: „ორი ოცნება გვაქვს“

0
7

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კასპერ იულმანდი ორი ოცნება აქვს, რომელთა შესახებ მან ევრო-2020-ის 1/4-ფინალში დღეს ბაქოში „ოლიმპიურ“ სტადიონზე ჩეხებთან გასამართ მატჩამდე ისაუბრა.

„მოტივაციის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ამას მთელი დანიისთვის ვაკეთებთ. ჩვენ ორი ოცნება გვაქვს: რაღაც დიდის მოგება და მოლოდინის გაჩენა.

ჩვენი პრინციპები და ფილოსოფია გაგვაჩნია. თუმცა, ამის გარდა ისეთი საკითხებია გასათვალიწინებელი, როგორიცაა – ტაქტიკა, პოზიცია და ინდივიდუალური ოსტატობა. ტაქტიკაში რაღაცის ვარირების საშუალება ყოველთვისაა.

ყოველთვის ვცდილობთ მოთამაშეებს მუშაობის დროს სწორი მიმართულება მივცეთ და ჩეხეთთან შეხვედრა ამ მხრივ გამონაკლისი არაა“ – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი დანიელ სპეციალისტს.

ჩეხეთი-დანიის დაპირიპირება დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.