„ტოტენჰემს“ ნუნუ ესპირიტუ სანტუ გაწვრთნის

0
10

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად ნუნუ ესპირიტუ სანტუ დანიშნეს.

ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 47 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2013 წლამდე გააფორმა.

„ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე აპრილში დარჩა, როდესაც ჟოზე მოურინიო დაითხოვეს, ხოლო გუნდს სეზონში რაიან მეისონმა დაასრულებინა.

ნუნუ ესპირიტუ სანტუ 2017 წლიდან „ვულვერჰემპტონს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც პირვლივე სეზონში ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა, სადაც ზედიზედ ორჯერ გუნდი მე-7 ადგილზე გაიყვანა, რას „მგლებისთვის“ რეკორდია

პორტუგალიელი თავკაცობით „ვულვზმა“ 2019-2020 წლების სეზონში ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გაიყვანა.

ნუნუ ესპირიტუ სანტუ „ვულვზამდე“ პორტუგალიურ „რიუ ავეს“, „პორტუსა“ და ესპანეთის „ვალენსიას“ უძღვებოდა.