ევრო2020-ზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

0
9

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. მერვედფინალების დასკვნითი დღის პირველ შეხვედრაში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიას 2:0 მოუგო, მეორე მატჩში კი უკრაინამ შვედეთი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.
შედეგად, ევრო 2020-ზე ოთხივე მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია:
შვეიცარია – ესპანეთი (2 ივლისი, სანქტ-პეტერბურგი, 20.00)
ბელგია – იტალია (2 ივლისი, ლონდონი, 23.00)
ჩეხეთი – დანია (3 ივლისი, ბაქო, 20.00)
უკრაინა – ინგლისი (3 ივლისი, რომი, 23.00)
ნახევარფინალური მატჩები 6-7 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალი 11 ივლისს. სამივე ეს მატჩი ლონდონში გაიმართება.