ფრანკ დე ბური: „ასეთ მატჩებში ყველაფერი ერთ-ორ საგოლე მომენტზეა დამოკიდებული“

0
2

ნიდერლანდელთა მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს მიაჩნია, რომ ვიდრე დე ლიხტი წითელ ბარათს მიიღებდა, მისი გუნდი მეტოქეზე უკეთესად თამაშობდა.

მან ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის არენაზე ჩეხეთთან 0:2 დამარცხების მერე განაცხადა.

„არცთუ იოლი მეტოქე გვყავდა, მაგრამ წითელ ბარათამდე უკეთესად ვთამაშობდით. შეხვედრის მსვლელობისას ვდომინირებდით. დენზელ დუმფრისი მეტოქეებს რამდენჯერმე გაექცა, ისევე როგორც პატრიკ ვან ანჰოლტი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში დამამათავრებელი დარტყმები უკეთესი უნდა ყოფილიყო.

ასეთ მატჩებში ყველაფერი ერთ-ორ საგილე მომენტზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მალენს ჰქონდა, ხოლო ამის შემდეგ რამდენი წუთში ათნი დავრჩით. ეს ყველაზე უარესი იყო, რაცმ შესაძლოა ამ სიტუაციაში მომხდარიყო – ეს ასეთი გუნდისგან გოლის გაშვებაა. ამის მერე ჩეხებმა თავისი ფეხბურთი ითამაშეს.

როდესაც 0:1 ვაგებდით, 3-3-3 სქემაზე გადასვლა მსურდა – მარჯვენა ფლანგზე ბერგვეისი უნდა დამეყენებინა, მარცხენაზე – კვინსი პრომესი, ხოლო თავდასმის ცენტრში ვერგჰორსტი. თუმცა, ვიდრე შეცვლებს გავაკეთებდი, ჩეხებმა მეორე გოლი გაიტანეს და ამ იდეაზე უარი ვთქვი“ – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი დე ბურს, რომელიც ნიდერლანდული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა ევრო-2020-ის მერე თანამდებობიდან დაითხოვონ.