ფერნანდუ სანტუში: “მოთამაშეები ტირიან, ისევე როგორც ყველა პორტუგალიელი”

0
9

ფერნანდუ სანტუშს მიაჩნია, რომ პორტუგალიას ევრო-2020-ის 1/8-ფინალში სევილიაში „ოლიმპიურ“ სტადიონზე ბელგიასთან (0:1) გამართულ შეხვედრაში იღბალმა ზურგი აქცია.

„იღბალმა ზურგი გვაქცია. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა, როდესაც მეტოქე შენი კარის მიმართულებით ერთხელ დაარტყამს და გოლს გაუშვებ. თუმცა, მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ არ წაგვეგო. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ და ვერ დავადანაშაულებ. დასვენებისთვის ნაკლები დრო გვქონდა, მაგრამ საკუთარ თავში ძალა გამოვძებნეთ, რომ თანაბრად გვეთამაშა უფრო დასვენებულ მეტოქესთან.

იმედგაცრუებულნი და ძალიან გულდაწყვეტილნი ვართ. ზოგიერთმა მოთამაშემ გასახდელში იტირა. ბელგიამ ჩვენი კარის მიმართულებით 6-ჯერ დაარტყა და გოლი გაიტანა. ჩვენ 29-ჯერ დავარტყით და ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა. თუმცა, მარცხი მარცხია.

გულწრფელად გეტყვით, რომ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. გამარჯვება ძალიან გვსურდა და გვჯეროდა, რომ შევხლებდით. დარწმუნებული ვიყავით, რომ ფინალში გავიდოდით და გავიმარჯვებდით. საქმე სამართლიანობაში არაა – უბრალოდ, გოლი გავუშვით და საპასუხო ვერ გავიტანეთ.

ეს თამაში დიდი იმედგაცრუებაა, რადგან გვჯეროდა რომ გავიმარჯვებდით, ისევე როგორც 2016 წელს. მოთამაშეები ტირიან, ისევე როგორც ყველა პორტუგალიელი. არის მომენტები, რომლებიც შესაძლოა მომავალში დაგეხმარონ.

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატს 1/8-ფინალში გამოვეთიშეთ, ხოლო შემდეგ წელს ერთა ლიგა მოვიგეთ. წინ უნდა გავიხედოთ და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვეცადოთ“ – იუწყება სანტუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.