ჩეხების მწვრთნელი: „შედეგი ყველაფერზე მეტყველებს, სასტარტოში განხორხიელებულმა ცვლილებებმა გაამართლა“

0
0

ჩეხების მთავარი მწვრთნელი იაროსლავ შილჰავი ამაყია, რადგან მისმა გუნდმა ძლიერი მეტოქე დაამარცხა.

მან ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის არენაზე ნიდერლანდებთან 2:0 გამარჯვების მერე განაცხადა.

„ჩემი გუნდით ვამაყობ, რადგან ძლიერი ოპონენტი დამავარცხეთ. ყველა ფეხბურთელმა ტაქტიკურად საუცხოოდ ითამაშა. მიხარია, რომ ამ წარმატებას ჩვენი ბევრი გულშემატკივრის თვალწინ მივაღწიეთ.

გვერდს ვერ ავუვლი ტომაშ ვაცლიკის თამაშს, რომელმაც საჭირო მომენტში ურთულესი დარტყმა საუცხოოდ მოიგერია. ტომაშ ჰოლეშმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და გუნდის ორივე საგოლე შეტევაში ძალიან აქტიური იყო. ორივე ამ მოთამაშეს მადლობა უნდა გადავუხადო.

მატჩის შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. სასტარტო შემადგენლობაში განხორხიელებულმა ცვლილებებმა გაამართლა. სამივე ახალმა მოთამაშე დაამტკიცა თუ რატომ არიან აქ ჩვენთან ერთად. თითოეულმა საუცხოო შეხვედრა ჩაატარა“ – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი შილჰავის, რომლის შეგირდები 1/4-ფინალში დანიას დაუპირისპირდებიან.