იტალიის სარეკორდო წაუგებელი სერია და 1/4-ფინალი

0
7

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე ავსტრია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ¼-ფინალში გავიდა.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. ამრიგად, იტალიელებმა 1145 წუთის განმვალობაში საკუტარ კარში ბურთი არ მიიღეს. „სკუადრა აძურამ“ 47 წლის წინ ლეგენდარული მეკარის დინო ძოფის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც კარი მშრალად 1972-1974 წლებში 1143 წუთი შეინახა.

დამატებითი დრო დაინიშნა და 95-ე წუთზე ანგარიში ფედერიკო კიეზამ გახსნა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ერთი მცველი ჩამოიცილა და გაიტანა.

მან ევროპის ჩემპიონატზე ტავისი პირველი გოლი მას მერე გაიტანა, რაც 25 წლის წინ მამამისმა ენრიკო კიეზამ ევროპის პირველობაზე თავისი ერტადერთი გოლი შეაგდო. მაშინ, ევრო-1996-ზე უფროსმა კიეზამ ჯგუფურ ეტაპზე ჩეხების კარი აიღო. ფედერიკო და ენრიკე პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლები გაიტანეს.

105-ე წუთზე თავი მატეო პესინამ გამოიჩინა, რომელმაც ავსტრიელთა კარის წინ ბურთი ფრანჩესკო აჩერბისგან მიიღო და შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა.

ავსტრიელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს – კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში თავით კალაჯიჩმა გადაგზავნა.

რობერტო მანჩინი ხელმძღვანელობით იტალიამ ზედიზედ 31 მატჩი არ წააგო, რაც „სკუადრა აძურას“ ახალი რეკორდია. მანჩინიმ გასული საუკუნის 30-იან წლებში (1935-1939) ლეგენდარული ვიტორიო პოცოს ფორმაციის გუნდის მიღწევა გააუმჯობესა – მიჯრით წაუგებელი 30 თამაში.

იტალიამ ზედიზედ 12 მატჩი მოიგო – 34 გოლი გაიტანა და 1 გაუშვა და პირადი რეკორდი დაამყარა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიელებმა ბოლო 12 თამაშში თავის კარში ბურთი პირველად მიიღეს.

იტალიამ ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით თავისი რეკორდი გაიმეორა – 9, მსგავსი შედეგი გუნდს 2000 წელს ჰქონდა.

იტალიამ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში დამატებით დროში ყველაზე მეტჯერ მერვედ ითამაშა.

იტალის ევროპის ჩემპიონატების 1/4-ფინალში მეოთხედ გავიდა.