ჩაკვეტაძე „გენტის“ სასტარტოში დაბრუნდა

0
9

გიორგი ჩაკვეტაძემ დიდი ხნის პაუზის შემდეგ „გენტის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

ბელგიური კლუბი ნიდერლანდებს ესტუმრა და როტერდამის „ფეინოორდთან“ ისპარინგა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

მატჩი 1:1დასრულდა – 56-ე წუთზე ანგარიში „გენტიდან“ ტისუდალიმ გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე დარმა საპასიხო ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის მორჩენის მერე, ჩაკვეტაძემ 19 ივნისს ქვედალიგელ „დიკელვენესთან“ მეორე ტაიმი ჩაატარა.

ტრავმების გამო, 21 წლის ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში „გენტში“ ოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.
მან ბოლო მატჩი 2020 წლის ოქტომბერში „ბეერსხოტთან“ გამართა და მოედანზე 28 წუთი დაჰყო.
ჩაკვეტაძემ მიმდინარე წლის მარტში „გენტში“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ დაშავდა.