ურუგვაის პირველი გამარჯვება კოპა ამერიკაზე, ჩილეს პირველი მარცხი

0
16

ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კოპა ამერიკაზე პირველი მატჩი მოიგო.

A ჯგუფის მე-4 ტურში ოსკარ ტაბარესის გაწვრთნილები ბრაზილიის ქალაქ კუაიაბაში მატეო გროსოს სახელობის სტადიონზე ბოლივიას 2:0 აჯობეს.

შეხვედრის მე-40 წუთზე ანგარიში ხაირო კინტეროსის ავტოგოლით გაიხსნა და ურუგვაიმ ტაიმი 1:0 მოიგო.

შეხვენების შემდეგ ურუგვაელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – 79-ე წუთზე თავი ედინსონ კავანიმ გამოიჩინა.

ურუგვაის 4 ქულა აქვს და 5-გუნდიან ჯგუფში, რომელსაც 7 ქულით არგენტინა ლიდერობს, მე-4 პოზიციაზეა.

ბოლივია უქულოდაა და შესაბამისად ბოლო პოზიციაზეა.

A ჯგუფის მეორე შეხვედრაში  ქალაქ ბრაზილიაში „დისტრიტო ფედერალზე“ ჩილე პარაგვაისთან 0:2 დამარცხდა.

პარაგვაელებიდან 33-ე წუთზე ანგარიში ბრაიან სამუდიომ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმის 58-ე წუთზე მიგელ ალმირონმა პენალტი გაიტანა და პარაგვაიმ ჯგუფში მეორე თამაში მოიგო, ხოლო ჩილე პირველად დამარცხდა.

პარაგვაი 6 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო ცილე 5 ქულით – მესამეა.