უელსის მწვრთნელი: „ბეილის გადაცემების გარეშე პლეი-ოფში არ ვიქნებოდით“

0
6

უელსელთა მთავარ მწვრთნელ რობერტ პეიჯს მიაჩნია, რომ გარეთ ბეილის გადაცემების გარეშე, მისი გუნდი ევრო-2020-ის 1/8-ფინალში არ იქნებოდა.

მან ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე დანიასთან მატჩამდე ისაუბრა.

„ბელგია პლეი-ოფში შემთხვევით არ მოხვედრილა. ჩვენს წინაშე ძალიან კარგი გუნდია. მეტოქის თამაშს თვალს ვადევნებდით – ბელგიამ ფინეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში ცვლილებები განახორციელა, რათა მოეგო.

ბელგიელებთან თამაშს ნებისმიერ ასპექტში მომზადებული უნდა შევხვდეთ, როგორც ფიზიკურად, ასევე სწრაფი თამაშის მხრივ.

რა თქმა უნდა, ეს წარმატება დღემზე კულიმინაციური მომენტი და ჩემი კარიერის მწვერვალია. ეს გამოწვევა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. აქ ყოფნა პასუხისმგებლობა კი არა, აბსოლუტური პატივია.

ბეილი კაპიტნის სამკლაურს ტყუილუბრალოდ არ ატარებს. ის პროფესიონალია, საკუთარ თავს უვლის და ოჯახი ჰყავს. ის გასახდელში საუხოო გარემოს ქმნის და გუნდში მეგობრები ჰყავს.

ბეილის საგოლე გადაცემების გარეშე, აქ არ ვიქნებოდით და პლეი-ოფის სტადიის მატჩებზე არ ვისაუბრებდით.

გარეთის თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გოლები. საქმე ბეილში კი არა, ჩვენში ყველაშია“ – ციტირებს პეიჯს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.