„სიონს“ გიორგი დარასელია გაწვრთნის

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერის ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია გახდა.

ამის შესახებ ქვემო ქართლელთა პრესსამსახური იუწყება.

გასულ სეზონში 52 წლის დარასელია თბილისის „მერანს“ ავარჯიშებდა, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან გავარდა.

დარასელიას საქართველოში „სიონისა“ და „მერანის“ გარდა, გორის „დილა“, ზუგდიდის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“ და „სამტრედია“ გაუწვრთნია.