ფლორენტინო პერესი: „რამოსი ვერ მიხვდა, რომ შეთავაზებას ვადა აქვს“

0
7

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბიდან სერხიო რამოსის წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ის „რეალის“ ლეგენდაა და ამ თემაზე უკვე ყველაფერი ითქვა. მოვლენების განვითარების ჩემს ვერსიაზე არ ვისაუბრებ. მას ვუთხარით, რონ ჩვენს შეთავაზებას ვადა აქვს, მაგრამ ეს ვერ გაიგო და სხვაგვარად იფიქრა“ – იუწყება პერესის ნათქვამს გამოცემა AS.

რამოსმა „რეალი“ კლუბის ხელმძღვანელებთან ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა. თუმცა, მან განაცხადა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებას დათანხდა, მაგრამ კლუბში აცნობეს, რომ მათ წინადადებას ვადა გაუვიდა.