გარეთ ბეილი: „ფავორიტები არასოდეს ვიყავით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს“

0
7

გარეთ ბეილის თქმით, უელსის ნაკრებს გავორიტად არასოდეს მიიჩნევენ, მაგრამ ეს მისი თანაგუნდელებისთვის არაფერს ნიშნავს.

უელსელთა კაპიტანმა ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე დანიასთან მატჩამდე ისაუბრა.

„მიმდინარე კვირაში ძალების აღსადგენად გარკვეული დრო გვქონდა, რაც სასიამოვნოა. ვარჯიშებზე დიდი სამუშაო გავწიეთ. ვისაც თამაშების ასეთი კალენდარი არ მოსწოსნ, მათი ადგილი აქ არაა.

კვლავ ნამდვილი გამოწვევის წინაშე ვართ. ვიცით, რომ დანია საუცხოო, კარგად ორგანიზებული გუნდია. მსაჯის სასტარტო სასტვენისთვოს მზად ვიქნებით კვლავ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. სწორედ ამიტომ ვთამაშობთ ფეხბურთეს, რომ საკუთარი ძალები გამოვცადოთ და დიდ ტურნირებზე ვითამაშოთ.

ჩვენი ახალგაზრდები? ყველამ ვიცით მათ რა შეუძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნაკრებში არ იქნებოდნენ. მოთამაშეები მიცემულ შანსს წარმატებით იყენებენ. თუმცა, წინ ბევრი თამაშია და დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ თავზე მუშაობას გააგრძელებენ.

ფავორიტები არასოდეს ვიყავით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით ხვალ თამაშზე და მოედანზე მხოლოდ ჩვენ და მეტოქე ვიქნებით. იმედია, კარგად ვითამაშებთ და დასახულ ამოცანებს შევასრულებთ“ – ციტირებს ბელს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.