„დინამო-ბრესტი“ „ვიქტორია-პლზენს“ ბათუმში უმასპინძლებს

0
8

ბელარუსული „დინამო-ბრესტი“ კონფერენს ლიგაში ჩეხეთის „ვიქტორია პლზენთან“ საპასუხო მატჩს 29 ივლისს ბრესტის ნაცვლად ბათუმის ახალ სტადიონზე ჩაატარებს. ეს უეფამ გადაწყვიტა.

„29 ივლისს ერთი წლის წინ ბათუმში გახსნის სტადიონზე ჩატარდება, სადაც 20000 გულშემატკივარი ეტევა. ამჟამად, თამაშის დაწყების დრო უცნობია. რეგლამენტის თანახმად, მატჩს გულშენატკივრები არ დაესწრებიან“ – იუწყება „დინამო-ბრესტის“ პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair0ის თვითმფრინავის მინსკში დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო, ევროპულმა ავიაკომპანიებმა ბელარუსში ფრენა შეწყვიტეს.

თუ 29 ივლისისთვის ევროპიდან ბელარუსში ჩარტერული რეისები აღდგა, მაშინ შესაძლოა „დინამო-ბრესტმა“ ჩეხურ გუნდს თავის მოედანზე უმასპინძლოს.