რობერტ ლევანდოვსკი: „ჩვენ ამ ტურნირზე არ გაგვიმართლა“

0
2

პოლონეთის ეროვნული ნაკრების ლიდერს რობერტ ლევანდოვსკის მიაჩნია, რომ ევრო-2020-ზე არ გაუმართლათ და ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე ამიტომ დაემშვიდობნენ.

მან ამის შესახებ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში შვედეთთან 2:3 წაგების მერე ისაუბრა.

„იმედგაცრუებულნი და მოწყენილები ვართ. შესაძლოა, სადღაც ოსტატობა დაგვაკლდა, მაგრამ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ჩვენ ამ ტურნირზე არ გაგვიმართლა.

ჩვენ ბევრი მომენტები გვქონდა, რომელთა რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ჩვენ მეტოქეებს ზოგჯერ ნახევარმომენტი ექმნებოდათ და გოლს იტანდნენ. მეც რამდენიმე მომენტი ხელიდან გავუშვი – თავით ორჯერ ბურთი ზედა ძელს მოვახვედრე“ –  იუწყება ლევანდოვსკის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.