ფერნანდუ სანტუში: „საკმარისია საკუთარ თავს ვგავდეთ“

0
4

პორტუგალიელთა მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს საფრანგეთთან (2:2) მატჩში ყველაზე მეტად თავისი გუნდის კოლექტიური მოქმედება მოეწონა.

მან ამის თაობაზე ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის არენაზე „სამფეროვნებთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის მერე ისაუბრა.

„ყველაზე მეტად გუნდის კოლექტიური მოქმედება მომეწონა. როდესაც მკიტხეს რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ გერმანიასთან მატჩში განვითარებული მოვლენები კიდევ არ გამეორებულიყო, ვუპასუხე – საკმარისია საკუთარ თავს ვგავდეთ. ჩვენ თანმიმდევრულად ვითამაშეთ, ძლიერად და საბრძოლო სულისკვეთება არ დაგვიკარგავს. თუმცა, დასახვეზი კიდევ ბევრი რამ გვაქვს. მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გადავეწყვეთ.

ახლა ბელგიის ნაკრებთან შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც სერიოზული მეტოქეა. რეიტინგებს თუ შეხვედავთ ბელგია პირველ ადგილზეა. თუმცა, ჯერ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და მივხდებით თუ მომავალში მატჩში რა დაგვჭირდება.

არახელსაყრელ მდგომარეობაში ვართ, რადგან მეტოქეს შეუძლია ორი დღით მეტი დაისვენოს. ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბელგიის მსგავსი ჰანდიკაპი არ გვაქვს.

შევხედავთ, ბელგიის შემადგენლობაში რამე ცვლილება ხომ არაა. ამ გუნდის თამაშს გავაანალიზებთ და მომავალი მატჩისთვის იმ მიზნით მოვემზადებით, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“ – ციტირებს პორტუგალიელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.