ლუის ენრიკე: „6-8 ფავორიტს შორის ვართ“

0
6

ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრები ებრო-2020-ის 6-8 ფავორიტს შორისა, რომელთან შეხვედრა არავის აღაფრთოვანებს.

ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სევილიაში სლოვაკებთან 5:0 გამარჯვების მერე განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან რაც მე ვნახე, ტურნირის 6-8 ფავორიტს შორის ვართ. ნებისმიერ გუნდს ჰკითხეთ – ესპანეთის შეხვედრის პერსპექტივით აღფრთოვანებული არავინაა.

განვლილ მატჩებში თითქმის არაფერზე დამიჩივლია, ერთადერთი შემადგენლობის „სიღრმე“ მაწუხებდა. თუმცა, არ დავნებებულვართ, პრობლემები გადავლახეთ და საბოლოო ჯამში ბევრი გოლი გავიტანეთ.

ნაკრებში თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ. ჩვენი ფედერაციით ძალიან კმაყოფილი ვარ. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან კიდევ უფრო ახლოს ვარ, მაგრამ ჯერ ამას არ გავაკეთებ, რადგან ამჟამინდელი ხელშეკრულება მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატამდეა გათვლილი“ – იუწყება ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.