იოახიმ ლიოვი: „„ხასიათი გამოვავლინეთ, მაგრამ ამავე დროს შეცდომებს ვუშვებდით“

0
4

იოხაიმ ლიოვს მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრებმა უნგრეთთან (2:2) მატჩში ხასიათი გამოავლინა, მაგრამ ამავე დროს შეცდიმებს უშვებდა.

გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მიუნხენში „ალიანს არენაზე“ უნგრეთთან (2:2) დასრულებული შეხვედრის მერე განაცხადა, რომელშიც ბუნდესნაკრები ორჯერ აგებდა.

„ხასიათი გამოვავლინეთ, მაგრამ ამავე დროს შეცდომებს ვუშვებდით. სასიამოვნო სანახავი იყო როგორ თავდაუზოგავად ვიბრძოდით, ვიდრე ანგარიში არ გავათანაბრეთ. ვიცოდით, რომ უნგრეთი მთელი ძალით იბრძოლებდა.

ყველა „პატარა“ გუნდი იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე შეუძლია და თავს კარგად იცავს. უნგრეთის ნაკრებს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და თავის მოედანზე 10 კაცით იდგა. ძალიან კარგია, რომ რთული ჯგუფიდან გავედით. წინ ინგლისთან მატჩი გველოდება“ – იუწყება ლიოვის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.