ბუბა დაუშვილი: „მხოლოდ აპოელი!“

0
8

ეს ტრანსფერი კვიპროსის ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.

„ახალი თავფურცელი ჩემს კარიერაში – მაღალი მოთხოვნებით და მაღალი მოლოდინით. ჩემპიონების გუნდში მოვედი და ჩემი მიზანი ჩემპიონობაა. მხოლოდ აპოელი!“ – განაცხადა 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმების მერე დაუშვილმა, რომელმაც “ანორთოსისში” 2 სეზონი გაატარა და 52 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ამრიგად, მომავალ სეზონში აპოელში სამი ქართველი ითამაშებს – საყრდენი ნახევარმცველი დაუშვილი, გარემარბი ოქრიაშვილი და თავდამსხმელი ქვილითაია.