ოლიმპიური მედალი გიორგი შერმადინს

0
12

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა  უმასპინძლა  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრს გიორგი შერმადინს. სეოკ-ის პრეზიდენტმა  გიორგი შერმადინს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და სამახსოვრო ოლიმპიური მედალი გადასცა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და კლუბ „ლენოვო ტენერიფეს” ერთ-ერთი ლიდერი პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ევროპის საუკეთესო ჩემპიონატის – ACB ლიგის MVP (საუკეთესო მოთამაშე) გახდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჯამლეტ ხუხაშვილი.