ესპანეთმა სლოვაკეთი გაანადგურა, შვედეთი ჯგუფში პირველ ადგილზეა, ავტოგოლების ანტირეკორდი ევროზე

0
9

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე ევროპის პირველობაზე ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.

E ჯგუფის ბოლო შეხვედრაში. ესპანელებმა სევილიაში სლოვაკებს უმასპინძლეს და 5 გოლი გაუტანეს, ხოლო თავად არცერთი გაუშვეს. “ფურია როხამ” არსებობის ისტორიაში ევროპის პირველობების ფინალურ ეტაპზე ერთ შეხვედრაში მეტოქის კარი 5-ჯერ პირველად აიღო.

მე-12 წუთზე, ალვარო მორატამ პენალტი შეასრულა და დუბრავკამ ბურთი მოიგერია. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის 101 წლის მანძილზე ზედიზედ 5 პენალტი პირველად გააფუჭა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პოლონელთა კარში თერთმეტმეტრიანი ხერარდ მორენომ ვერ გაიტანა.

მანამდე, ერთა ლიგაში შვეიცარიასთან (1:1) შეხვედრაში სერხიო რამოსმა 2 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ხოლო აბელ რუისმა ლიტვასთან (4:0) ამხანაგურ შეხვედრაში პენალტი ასევე გააცუდა.

30-ე წუთზე, პაბლო სარაბიას დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო დუბრავკამ ავტოგოლი მიითვალა. ის პოლონელი ვოიცეხ შჩესნისა და ფინელი ლუკაშ ჰრადეცკის შემდეგ, მესამე მეკარეა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე თავისი კარი აიღო.

სლოვაკების მეკარე პირველი, რომელმაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ მატჩში პენალტიც მოიგერია და ბურთი საკუთარ კარშიც გაიტანა.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე, ხერარდ მორენოს პასის მერე ემერიკ ლაპორტმა თავით გაიტანა.

56-ე წუთზე, ესპანელებმა კარი კომბინაცია გაითამაშეს და ხორდი ალბას გადაცემა სარაბიამ გოლად აქცია.

67-ე წუთზე, სარაბიამ საგოლე გადაცემა ფერან ტორესს გაუკეთა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა.

71-ე წუთზე, ესპანელთა შეტევის დროს პოლონელთა კართან არეულობა შეიქმნა და კუცკამ ბურთი თავის კარში გადაგზავნა.

პორტუგალიის ნაკრების შემდეგ, სლოვაკეთი ევრო-2020-ზე მეორეა, რომლის ფეხბურთელებმა ერთ მატჩში 2 ავტოგოლი გაიტანეს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 8 ავტოგოლი გავიდა, რაც იმაზე მეტია ვიდრე ბოლო 5 ევროპის ჩემპიონატებზე ერთად აღებული.

ესპანეთმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა 1/8-ფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.

პარალელურად სანკტ-პეტერბურგში გამართულ მატჩში შვედებმა დაძაბულ ბრძოლაში პოლონელებს 3:2 აჯობეს.

შვედები ფორსბერგის დუბლით დაწინაურდნენ, რომელმაც ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, ხოლო 59-ეზე მეტოქის კარი მეორედ აიღო.

61-ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ შვედების კარი ულამაზესი დარტყმი აიღო, სამ წუთში კი, მან სკანდინავიელები მეორედ დაამწუხრა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე, პოლონელებს შვედების კონტრშეტევა გამოეპარათ და კლაისონმა თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. შვედებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.