ენდელაძე და გოგიაშვილი „სამტრედიაში“ დაბრუნდნენ

0
5

ავთო ენდელაძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ „სამტრედიაში“ დაბრუნდა.

26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის ბოლნისის „სიონში“ დაიწყო, სადაც 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ის „სამტრედიაში“ 2015-2016, 2018 და 2019 წლებში გამოდიოდა. ენდელაძემ სამტრედიელების რიგებში ჩატარებულ თავსი პირველ სეზონში ვერცსლის მედლები მოიპოვა.

„სამტრედიაში“ დაბრუნდა ასევე მცველი ჯემალ გოგიაშვილი, რომელმაც ეს სეზონი ლიგა 3-ის „ბახმაროში“ დაიწყო.

33 წლის ფეხბურთელი „სამტრედიაში“ 2015-2016, 2016 და 2017 წლების სეზონებში ასპარეზობდა.

გოგიაშვილმა „სამტრედიელებთან“ ერთად 2016 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2017 წელს – სუპერთასი.