რობერტო მარტინესი: „ახლა აზარის საფირმო პასსა და საგოლე დარტყმას უნდა დაველოდოთ“

0
6

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავკაც რობერტო მარტინესისთვის მთავარია, რომ თითოეული ფეხბურთელი პლეი-ოფისთვის სათამაშო ფორმის პიკში იყოს.

მან ამის შესახებ ევრო-2020-ის B ჯგუფის ბოლო მატჩში სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომ არენაზე“ ფინეთთან 2:0 გამარჯვების მერე განაცხადა.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ბელგიის ნაკრები სტაბილურად თამაშობს. ახლა საჭიროა, რომ ყველა მოთამაშე ფორმის პიკში იყოს. თამაში სევილიაში მოგვიწევს და ყფეხბურთელებმა ადაპტაცია უნდა გაიარონ, რათა გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯოს.

ფინეთთან მატჩში საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა გამოვავლინეთ. თავს კარგად ვიცავდით და პირველი გოლის გატანის შანსს ველოდებოდით. ვიცოდით, რომ ამის შემდეგ თამაში გაიხსნებოდა.

პირველი ტაიმში ბურთის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ რთული მეტოქისთვის ალღოს აღება მოგვიწია. ფინეთმა ტურნირი საუცხოოდ ჩაატარა და საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, რომ გაგვემარჯვა.

ედენ აზარი აქტიურობდა და კარგ პოზიციებს პოულობდა. ის ძლიერად გამოიყურებოდა. შეუძლია მარჯვნივაც გადაადგილდეს და მარცხნივაც, ვინაიდან სხეული კარგად ემორჩილება.

ახლა ედენის საფირმო პასსა და საგოლე დარტყმას უნდა დაველოდოთ. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.