ქავთარაძე ისევ დინამოელია

0
6

ნოდარ ქავთარაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.

დინამოელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

ქავთარაძემ 2020-2021 წლების სეზონი უნგრეთის „მეზიოკიოვეშდში“ გაატარა, სადაც ტრავმის გამო მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა და სასტარტოში არცერთხელ ყოფილა, ხოლო საერთო ჯამში მოედანზე 76 წუთი გაატარა.

ქავთარაძე „დინამოში“ 38-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის „დინამოში“ 2019 და 2020 წლებში გამოდიოდ – საქართველოს ჩემპიონატში 27 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.