არგენტინელთა თავკაცი: „მესი დაიღალა, მაგრამ ძნელია მისი არ გეიმედებოდეს“

0
14

არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ლიონელ სკალონის თქმით, მართალია ლიონელ მესი გადაღლილია, მაგრამ „ალბისელესტეს“ თამაშზე მაინც ყველაზე დიდი გავლენა აქვს.

„რეალობა ასეთია, რომ მესი ყოველ მატჩში თამაშობს. ძალიან ძნელია, რომ მისი იმედი არ გქონდეს. მართალია, ის დაიღალა, მაგრამ მაინც თამაშზე ძალიან დიდი გავლენა აქვს.

პარაგვაისთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ. ამის მიუხედავად, ჩვენ სამი ქულა ავიღეთ“ – გაანცხადა სკალონიმ კოპა ამერიკაზე პარაგვაისთან 1:0 მოგებული შეხვედრის მერე.

მესი 24 ივნისს 34 წლის ხდება და ივნისში მან არგენტინის ნაკრების რიგებში ხუთივე მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა.

მან ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშა, ხოლო კოპა ამერიკაზე – სამჯერ.