არგენტინამ ზედიზედ მოიგო – მესიმ მასკერანოს რეკორდი გაიმეორა

0
10

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კოპა ამერიკაზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.

A ჯგუფის მე-3 ტურში არგენტინელები ქალაქ ბრაზილიაში სტადიონ „დისტრიტო ფედერალზე“ პარაგვაის დაუპირისირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

არგენტინელებიდან ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე „პაპუ“ გომესმა გაიტანა, რომელმაც ანხელ დი მარიას ზუსტი გადაცემა გამოიყენა.

მესიმ არგენტინელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა და მან 147-ე მატჩი ჩაატარა. 33 წლის ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანოს რეკორდი გაიმეორა ეროვნულ გუნდში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით.

არგენტინელები A ჯგუფს 7 ქულით ლიდერობენ.

ამავე ჯგუფში ურუგვაიმ და ჩილემ ქულები გაიყვეს – 1:1. შეხვედრის 26-ე წუთზე ანგარიში ჩილელმა ედუარდო ვარგასმა გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე არტურო ვიდალმა ბურთი თავის კარში გაიტანა.

ჩილე 5 ქულით 5-გუნდიან ჯგუფში მე-2 პოზიციაზე, ხოლო ურუგვაი 1 ქულით – მეოთხეა.