ვლადიმირ პეტკოვიჩი: „ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით ცოტა იმედგაცრუებულნი ვართ“

0
7

შვეიცარიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი ევრო-2020-ზე A ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავებით ცოტა იმედგაცრუებულია.

მან ამის შესახებ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბაქოში თურქეთთან 3:1 გამარჯვების მერე განაცხადა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდმა ის გააკეთა, რასაც მისგან მოვითხოვდი. ჩემი აზრთ, 90 წუთი კარგად ვითამაშეთ. ჩვენი მიზანი პლეი-ოფში გასვლაა.

რა თქმა უნდა, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით ცოტა იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა და ეს წარმატებით გავაკეთეთ. ახლა ის დაგვრჩენია დაველოდოთ.

ვფიქრობ, გუნდმა აჩვენა რა შეუძლია. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. როდესაც თურქეთმა გოლი გაგვიტანა, დაცვაში უკეთესად თამაში შეგვეძლო, მაგრამ მოთამაშეებით მაინც კმაყოფილი ვარ“ – იუწყება ბოსნიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.