შენოლ გიუნეში: „თურქი ფანების იმედი ვერ გავამართლეთ“

0
5

თურქების მთავარი მწვრთნელის შენოლ გიუნეშის თქმით,  ნაკრებისგან ფანები ძალიან ბევრს ელოდნენ, მაგრამ მათი მოლოდინი ვერ გაამართლეს.

„გულდაწყვეტილები ვართ, რადგან ამ ტურნირს დიდი ხანი ველოდით და გვესმის, რომ არცთუ კარგად ვითამაშეს.

მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო. თუმცა, ძალიან ცუდი სტარტი ავიღეთ და პირველი მატჩი ჩემს მოთამაშეებზე ცუდად აისახა. ასე ხდება. ამის მიუხედავად, ამ ფეხბურთელებმა თურქეთის ნაკრებში კიდევ ბევრი წელიწადი უნდა ითამაშონ და ისეთივე წარმატებას მიაღწევენ, როგორც ადრე.

ფანები ჩვენგან ბევრს ელოდნენ, მაგრამ მათი იმედი ვერ გავამართლეთ, უელსთან და შვეიცარიასთან ჩატარებული მატჩები, იტალიასთან თამაშის ჩრდილში დარჩა. ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი არიან. ჩვენ 1/8-ფინალში უნდა გავსულიყავით, რაც ვერ მოვახერხეთ. ტურნირის ასე ჩატარება ძალიან საწყენია.

ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მოთამაშეების მჯერა. ჩვენ გამოცდილება დაგვაკლდა. თუმცა, ახლა რაც არ უნდა ვთქვა, არასწორი იქნება. ფეხბურთელებს მადლობას გადავუხდი და მათ დიდი მომავალი აქვთ. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება. ეს ტურნირი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება.

წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები გველოდება. ანგარიშს ფეხბურთის ფედერაციას ჩავაბარებ“ – ციტირებს თურქ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.