რობერტო მანჩინი: „თუ ბიჭები ასევე ითამაშებენ, ბედნიერი ვიქნები“

0
14

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ბედნიერი იქნება, თუ მისი გუნდი ევრო-2020-ის 1/8-ფინალშიც ისე ითამაშებს, როგორც ამას ჯგუფურ ეტაპზე ახერხებდა.

მან ამის შესახებ A ჯგუფის ბოლო შეხვედრაში რომში „ოლიმპიურ“ სტადიონზე უელსთან 1:0 გამარჯვების მერე განაცხადა.

„ძალიან სასიამოვნო საყურბელი იყო, რომ სასტარტო შემადგენლობაში განხორციელებული 8 ცვლილების მიუხედავად, გუნდმა კარგად ითამაშა კოლექტივის წინააღმდეგ, რომელმაც დაცვითი ფეხბურთი შემოგვთავაზა და უფრო მეტი გოლის გატანაც შეეძლო.

როდესაც მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს, დაცვაში უფრო ღრმად „ჩაჯდა“ და ამ ვითარებაში საგოლე მომენტების შექმნა რთული იყო.

ზოგჯერ სტანდარტული სიტუაციების დროს შეცდომას ვუშვებდით, რაც შესაძლოა ძვირად დაგვჯდომოდა. მომავალში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ჩვენმა ფეხბურთელებმა სერიოზული როტაციის მიუხედავად ადაპტაცია სწრაფად მოახერხეს, რადგან ისინი შეკრების პირველი დღიდან მსგავსი სტილით თამაშისთვის ემზადებობდნენ და ასევე, იტალიაში ასეთ მანერაში ბევრი კლუბი ასპარეზობს. ამიტომ, არავითარი პრობლემა შექმნილა.

უკეთესია, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი თადარიგში გყავდეს, ვიდრე არჩევანში შეზღუდული იყო. ჩვენი გუნდის ბევრი მოთამაშე პირველი წუთიდან მოედანზე ყოფნას იმსახურებს, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 11 ადგილია. ამიტომ, კონკურენციის დონე ძალიან მაღალია და ეს შედეგისთვის კარგია.

ახლა უკვე სტარტს სულ სხვა ტურნირი აიღებს, რომელშიც თუ ბიჭები ასევე ითამაშებენ, ბედნიერი ვიქნები. ჯგუფურ ეტაპზე კარგად გამოვიყურებოდით. იმედია, საბოლოოდ „უემბლიზე“ წავალთ“ – იუწყება მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.