ლიმასოლის „აპოლონმა“ რევაზ ინჯგია ოფიციალურად წარადგინა.

0
5

20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კვიპროსულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. ის „აპოლონში“ 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ამ გუნდში გადასვლა ძალიან მიხარია. საქართველოს ფარგლებს გარეთ სათამაშოდ პირველად მივდივარ და ეს ჩემთვის გამოწვევაა.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ „აპოლონმა“ თავის მიზანს მიაღწიოს. აქ დიდი ხანია არ ვარ, მაგრამ ლიმასოლი მომეწონა, რადგან ლამაზი ქალაქია კარგი ამინდითა და მშვიდი ცხოვრების რიტმით.

პირველი დღიდაან, გუნდში კარგად მიმიღეს. შემიძლია მარჯვენა გარემარბად, თავდამსხმელების უკან ან თავდამსხმელად ვითამაშო. სისწრაფითა და თავისუფალ ზონებში ბურთის მოთხოვნით გამოვირჩევი.

ჩემი მიზანია „აპოლონს“ დასახული ამოცანების გადაწყვეტაში დავეხმარო“ – განაცხადა ინჯგიამ კონტრაქტის გაფორმების მერე.

20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „თელავში“ დაიწყო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.