საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მეკარე ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძე გახდა. ამის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ბათუმელებს სეზონის წინ შეუერთდა და 18-ივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა. მან ორივე წრეში 10 გოლი გაუშვა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად ბათუმის „დინამოს“ თავკაცი გია გეგუჩაძე აღიარეს, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა 9 მატჩიდან 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
„დინამომ“ მეორე წრეში 22 გოლი გაიტანა და თავის კარში 5 მიიღო, ხოლო საქართველოს ჩემპიონატს 38 ქულით ლიდერობს.
მეორე წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
კუპატაძე, კობოური, ქაფიანიძე, მამუჩაშვილი, ტეიდი, მანდრიჩენკო, იმრანი, კუხიანიძე, ფანცულაია, ნარუშიჩი.
