ჩალხანოღუმ „ინტერში“ გადასვლა დაადასტურა

0
4

თურქეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჰაქან ჩალხანოღლუ კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

„ხვალ მილანში ჩავფრინდები და კონტრაქტს გავაფორმებ. „ინტერს“ მოველაპარაკე“ – განაცხადა ფეხბურთელმა TRT Spor-თან ინტერვიუში.

27 წლის ფეხბურთელი „ინტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან „მილანთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება.

ჩალხანოღლუ „ინტერთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს, გადასახადების გამოკლების შემგდე, პლუს ერთი მილიონი ევრო ბონუსი.

ჩალხანოღლუმ გასულ სეზონში „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ის „მილანში“ 4 სეზონი გამოდიოდა და 172 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 32-ჯერ აიღო.