ავსტრია ჯგუფიდან პირველად გავიდა და იტალიას შეხვდება

0
7

ავსტრიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობის ისტორიაში ჯგუფიდან პირველად გავიდა.

ევრო-2020-ის C ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ავსტრია ბუქარესტში სტადიონ „ნაციონალზე“ უკრაინას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, როდესაც ავსტრიელებმა კუთხური ჩააწოდეს და კრისტოფ ბაუმგარტნერმა მას მერე რაც ზაბარნის დაასწრო, ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. ბაუმგარტნერი 21 წლისა და 324 დღის ასაკში ავსტრიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე გოლი გაიტანა.

ავსტრია მსოფლიო 1954 წლის შემდეგ დიდ ტურნირზე ჯგუფიდან პირველად გავიდა.

ავსტრიელები ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მესამედ მონაწილეობენ და ჯგუფური ეტაპი პირველად დაძლიეს.

ფრანკო ფოდას გაწვრთნილები ტურნირის 1/8-ფინალში 26 ივნისს ლონდონში იტალიას შეხვდებიან.