საფეხბურთო ღია კარის დღე გლდანში

0
4

20 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საფეხბურთო ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 15-წლამდე გოგონებმა სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ტატა მატვეევამ, ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ გოგონებს სხვადასხვა სახის საფეხბურთო ვარჯიშები ჩაუტარეს.
ფეხბურთით დაინტერესებული გოგონებისთვის გლდანის საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო ვარჯიშები რეგულარულად სრულიად უფასოდ გაიმართება და წვრთნებს ნაკრების ფეხბურთელები ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ვარჯიშები სფფ-ის პროექტის #WePlayStrong-ის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმართება, მათ შორის, ვაკისა და ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრებში, გორში, თერჯოლასა და ბათუმში. წლის ბოლომდე იგეგმება 10-მდე საფეხბურთო წერტილის შექმნა.

პროექტი ქალთა ფეხბურთის განვითარების 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წელს უეფა-სთან ერთად შეიმუშავა და მიზნად გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს.