ფერნანდუ სანტუში: „გერმანიამ დამსახურებულად მოიგო“

0
3

პორტუგალიელთა მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრებმა მის გუნდთან დამსახურებულად გაიმარჯვა.

მან ამის შესახებ ევრო 2020-ის F ჯგუფში, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ბუნდესნაკრებთან 2:4 მარცხის მერე განაცხადა.

„თავიდან ორგანიზებულად ვთამაშობდით, ფეხბურთელები კარგად ურთიერთქმედებდნენ და შეტევაში თავის შანსს ეძებდნენ. კონტრშეტევა კარგად გამოვიყენეთ და ამის შემდეგ გვესმოდა, რომ მეტოქე ბოლომდე იბრძოლებდა. გერმანიის ნაკრები უფრო ძლიერი იყო, მაგრამ არც ჩვენ გავჩერებულვართ და კონტრშეტევაზე მეორე შანსი გვქონდა – კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ პირიქით მოხდა.

შესვენებაზე რაღაცის შეცვლას ვეცადეთ. მაგრამ საბოლოოდ მესამე და მეოთხე გოლი გავუშვით. ეს გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ მაინც ვეცადეთ მეტოქისთვის ჩვენი თამაშით გვეპასუხა.

ანგარიშში სხვაობა შევამცირეთ, ბურთი ძელსაც მოვახვედრეთ, კიდევ ერთ-ორი მომენტი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრები მაინც გვემუქრებოდა. მოწინააღმდეგემ დამსახურებულად მოიგო.

საფრანგეთთან მოდევნო მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და მას ნათელი გონებით უნდა შევხდეთ“ – ციტირებს პორტუგალიელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.