პაულუ სოუზა: „შესვენებამდე არ გვჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შეგვეძლო”

0
7

პოლონეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულუ სოუზას მიაჩნია, რომ ევრო-2020-ზე სევილიაში „ოლიმპიურ“ სტადიონზე ესპანეთთან (1:1) ჩატარებული მატჩის პირველ ტაიმში, მის გუნდს წარმატების მიღწევის არ სჯეროდა.

„შესვენებამდე არ გვჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ ორი საგოლე მომენტი მაინც შვექმენით. მეორე ტაიმში მოვუმატეთ. ჩვენი ნახევარმცველები უფრო თამამად ათამაშდნენ. უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო.

მეორე ტაიმში მოთამაშეებს მოვუწოდე, რომ უფრო გაბედულები ყოფილიყვნენ. მოედანზე რამდენიმე ლიდერი ვნახეთ, რომელთა შორის ყველაზე მეტად ლევანდოვსკი გამოირჩეოდა.

ის მთელ მოედანზე იბრძოდა, ორთაბრძოლებს იგებდა. ბევრი ირბინა და ფაქტობრივად ყველა სათამაშო მომენტში ჩართული იყო. მისი ენერგიულობა ყველას გადაედო.

თუ გყავს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მუშაობა შეუძლია, მაშინ ეს გუნდზე უდიდეს გავლენას მოახდენს. კამილ გლიკიც დაცვაში ანალოგიურად მოქმედებდა“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.